Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ჩემი ფეხბურთელების გვერდით მუშაობა დიდი სიამოვნებაა“

მილანის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ რომასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ, როდესაც წინასწარ არასოდეს იცი, რომელი ფეხბურთელის გარეშე მოგიწევს თამაში, თუმცა მე ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი შესანიშნავი გუნდი მყავს და დიდი დანაკლისის მიუხედავად, ბიჭებმა ხასიათი და მენტალიტეტი გამოავლინეს.

„რა თქმა უნდა, გარკვეული შეცდომები გვქონდა, მაგრამ საერთო ჯამში მილანმა მაღალი დონის მატჩი ჩაატარა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.

„კალულუ ? ასაკის მიუხედავად, პიერი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და მისგან უმაღლეს დონეზე თამაში აღარ მიკვირს. ასევე უნდა აღინიშნოს გაბია, რომელმაც თითოეულ მომენტში ბოლომდე იბრძოლა და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.

„ტონალი ? მან დღეს დიდებული მატჩი ჩაატარა. ბევრი ფეხბურთელი ნამდვილად არ არის, რომელიც 2000 წელს არის დაბადებული და ასეთ დონეზე თამაში შეუძლია. მას წარმოუდგენელი პტენციალი აქვს.“