Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ჩვენი ქომაგები მილანით უნდა ამაყობდნენ“

მილანის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ ვენეციას დამარცხების შემდეგ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ეს უნდა გახდეს წელი, სადაც ჩვენ ყველას საბოლოოდ დავანახებთ, რომ მილანი დაბრუნდა. ვენეციასთან სახლში თამაში მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ ამჯერადაც ხასიათი გამოვავლინეთ, არაერთი მომენტი შევქმენით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

„ნოემბრიდან მოყოლებული, ჩვენ ტრავმების, კორონა ვირუსის და სხვა მიზეზების გამო შემადგენლობის მხრივ ყოველთვის პრობლემა გვაქვს, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ გუნდის თითოეული ფეხბურთელი მოედანზე გასასვლელად და 100 პროცენტით დასახარჯად მზად არის.

„ვფიქრობ, რომ მილანის ტიფოზები გუნდის თამაშებისადმი მიდგომით, მებრძოლი სულით და სტილით უნდა ამაყობდნენ. ჩვენ ასე გვინდა მათ მადლობა გადავუხადოთ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მათგან როგორც კარგ, ასევე რთულ პერიოდში ვგრძნობდით.

„ტონალის ყვითელი ბარათი ? ეს სათამაშო ეპიზოდია და ადრე თუ გვიან მას მატჩის გამოტოვება მოუწია. სპეციასთან ის არ გვეყოლება, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტი დღეს გამარჯვება იყო და არა მომდევნო ტური.

„არის თუ არა უპირატესობა, რომ ევროპულ ჩემპიონატებზე აღარ ვთამაშობთ ? არა, ჩვენ მილანი ვართ და ასეთ ზეწოლას უნდა მივეჩვიოთ. სამწუხაროდ ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა გასვლის შანსი მაინც გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ, თუმცა ახლა ჩვენ კონცენტრაცია სერია ა-ზე უნდა გავაკეთოთ.“