Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ხვალ ლიგაზე დარჩენის ბოლო შანსია“

სტეფანო პიოლიმ ატლეტიკოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ჩვენ დღეს ვარჯიშის წინ ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ ატლეტიკოს წინააღმდეგ. ასეთი მატჩების წინ ფეხბურთელებისთვის მოტივაციის შენარჩუნება პრობლემა არ არის, რადგან მათ იციან, რომ ეს ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენის შანსის შესანარჩნებლად ბოლო შანსი იქნება.

„მილანის ფეხბურთელების უმეტესობა ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ასპარეზობს, თუმცა მათ იციან, რომ მილანი სწორედ ასეთი დონის მატჩებისთვის არის შექმნილი და თითეული ჩვენგანი მზად არის, რომ მოედანზე 100 პროცენტით დაიხარჯოს. გამოცდილების ნაკლებობა ჩვენ გასულ ტურებში დაგვეტყო, თუმცა ჩვენ შეცდომებზე ვისწავლეთ და მზად ვართ, რომ მცირე შანსის მიუხედავად, ლიგაზე ადგილის შესანარჩუნებლად ბოლომდე ვიბრძოლოთ.

„რომანიოლი ? ის თავს კარგად გრძნობს და თამაშისთვის მზად არის.

ტომორი ? ის ხვალ ვერ დაგვეხმარება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ სერია ა-ს მომდევნო ტურში ფიკაიო გუნდის განაცხადში იქნება. კუნთის ტრავმა საკმაოდ საყურადღებო დაზიანებაა და თუ ის 100 პროცენტით მზად არ იქნება, ჩვენ აჩქარებას არ ვაპირებთ.

„მარცხი ფიორენტინასთან ? ერთი მატჩის გამო მილანის კრიტიკა სრულიად უადგილოა. ჩვენ ფლორენციაში რამდენიმე ინდივიდუალური შეცდომის გამო დავმარცხდით, ჩვენ იმაზე ნაკლები ხარისხი და სიზუსტე გვეტყობოდა, ვიდრე ამას მივეჩვიეთ. ჩვენ ხვალ კარგი შანსი გვაქვს იმისთვის, რომ ხვალინდელ მატჩში ფლორენციაში მარცხი გამოვასწოროთ და ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოვიპოვოთ.

„ლეაო ? რებიჩის ტრავმის გამო, მას კიდევ უფრო მეტი მუშაობა მოუწევს, თუმცა ის ამისთვის მზად არის. ჩვენ 3 დღეში ერთხელ ვთამაშობთ და იმის გათვალისწინებით, რომ მილანი მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, მოდუნების საშუალება არ გვაქვს, თუმცა ტრავმიანობა დღევანდელი ფეხბურთის ნაწილია და ჩვენ ამ სიტუაციას უნდა მივეჩვიოთ.

„ჩვენ ატლეტიკოს ძლიერი მხარეები კარგად ვიცით. ვფიქრობ, რომ მათ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი გუნდი ჰყავთ, რომელიც მატჩის ბოლო წუთამდე სასურველი შედეგის მოსაპოვებლად იბრძვის და ეს ჩვენ სან სიროზე კარგად ვნახეთ, ამიტომ არც ჩვენ გვაქვს უფლება, რომ საფინალო სიგნალამდე რომელიმე ჩვენგანი მოვდუნდეთ და მათ ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ.“