Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლოს ანიელის ერაში მე-3 ყველაზე ცუდი სტარტი აქვს

ანდრეა პირლოს 13 ტურის შემდეგ მაურიციო სარის შედეგზე 11 ქულით ნაკლები აქვს, რაც ანიელის ერაში მე-3 ყველაზე ცუდი შედეგია.

13 ტურის შემდეგ, ანდრეა პირლოს მხოლოდ 24 ქულა აქვს და ამაზე ცოტა ქულის მოგროვება მხოლოდ ჯიჯი დელნერიმ და მაქს ალეგრიმ მოახერხეს.

დელნერიმ 2010-11 წლების სე ზონში 13 ტურის შემდეგ 23 ქულის მოპოვება მოახერხა და სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა.

ალეგრიმ კი 2015-16 წლების სეზონში 13 ტურის შემდეგ 21 ქულა დააგროვა, თუმცა საბოლოოდ სკუდეტოს მოგება მაინც შეძლო.