Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო სერია ა-ში ბრუნდება ?

იტალიური მედიის ინფორამციით, იუვენტუსის ყოფილი თავკაცი ანდრეა პირლო, რომელიც ბიანკონერის დატოვების შემდეგ უსაქმოდ არის დარჩენილი, შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს.

Calciomercato-ს ცნობით, ნაპოლისთან მატჩის შემდეგ სპეცია ტიაგო მოტას გუნდიდან გაშვებას ოფიციალურად დაადასტურებს და მისი პოტენციური შემცვლელების ძიება უკვე დაწყებული აქვს.

წყაროს ცნობით, მათი პრიორიტეტული ვარიანტი ანდრეა პირლო გახლავთ, თუმცა ამავდროულად დე როსის, მარანის და ვენტურატოს კანდიდატურებსაც განიხილავენ.