Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო:“ წინ სანახაობრივი თამაში გველოდება“

ანდრეა პირლომ Coppa Italia-ს ფინალის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ვფიქრობ, რომ წინ ბევრი კარში დარტყმა, მაღალი ტემპი და ინტენსიური თამაში გველოდება, რადგან ატალანტამ ასეთი სტილის მატჩებს უკვე დიდი ხანია მიგვაჩვია.

„ფაქტობრივად ეს ევროპის დონის მატჩია. ჩვენ მზად ვართ და ვიცით, თუ რას უნდა ველოდეთ მეტოქისგან. სასწორზე ტიტული დევს, ჩვენ კი ფინალში გასასვლელად ძალიან ბევრი ვიშრომეთ და სახლში ტიტულის წაღება გვსურს.

„ბოლონიასთან მატჩი ? ახლა ჩვენი მთავარი საფიქრალი ფინალია, აქამდე რა მოხდა და ამის შემდეგ რა მოხდება ახლა ჩვენი საზრუნავი არ არის, გუნდის სრული ყურადღება ხვალინდელ შეხვედრაზეა.

„გამიმართლა, რომ ჩემი სამწვრთნელო კარიერის პირველივე სეზონში მე-2 ფინალში მიწევს თამაში და ეს ასევე მეორე ფინალია გასპერინისთვისაც. ის შესანიშნავი სპეციალისტია, რომელმაც ატალანტა უმაღლეს დონეზე აიყვანა და მთელი ევროპის აღიარება მოიპოვა. მე ჯერ მხოლოდ კარიერის სტარტზე ვარ და იმედი მაქვს, რომ წინ ბევრი ფინალი მელოდება.

„ჩემი მომავალი იუვენტუსში ? მე ამ კითხვას უკვე ათასჯერ ვუპასუხე. მე ახლა მხოლოდ ჩემს სამუშაოზე ვარ კონცენტრირებული და ხვალინდელ გამარჯვებაზე ვფიქრობ, მომავალზე კი სეზონის ბოლოს ვისაუბროთ.

„ვის დავაყენებ შეტევაში ? საბედნიეროდ ჩვენი შემტევები ყველა კარგ ფორმაში არიან და რომელი დაიწყებს თამაშს ძირითადში, ამას ხვალ გადავწყვეტთ. გუნდი ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაშია და ეს ინტერთან მატჩშიც დაამტკიცა, როდესაც მთელი მეორე ტაიმი 10 კაცით მოუწია თამაში, მაგრამ ასეთ დროს მენტალური სიძლიერე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური.“

ეს იქნება პირველი მატჩი იტალიაში პანდემიის დაწყებიდან, რომელსაც გულშემატკივრები დაესწრებიან.

„ეს შესანიშნავი და ძალიან კარგი ამბავია. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე მატჩის ჩატარება გარკვეული რაოდენობის ქომაგებთან ერთად მოგვიწია და განსხვავება აშკარაა.

„გულშემატკივარი ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, მათი მუხტი და ენერგია ფეხბურთელებს მოტივაციას მატებს და მოდუნების საშუალებას არ აძლევს. იმედი მაქვს, რომ ახალი სეზონიდან ქომაგები სტადიონზე დასწრების უფლებას მიიღებენ.“