Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პოგბა:“ დიბალას დარჩენა ვთხოვე, მაგრამ უკვე გვიანი იყო…“

იუვენტუსის ნახევარმცველმა პოლ პოგბამ DAZN-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„დამავიწყდა თუ არა იტალიური ენა ? მანჩესტერში იტალიელი შეფი მყავდა, ამიტომ საბედნიეროდ საუბარი ჯერ კიდევ შემიძლია.

„იუვენტუსში დაბრუნება ? მე აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში და როგორც აღვნიშნე, ტურინში დაბრუნება გულით მიღებული გადაწყვეტილება იყო.

„ალეგრის სიტყვები (იხილეთ აქ), რომ მე ამ იუვენტუსის სიმბოლო ვარ ? მე ეს ძალიან მახარებს. როდესაც ადამიანს დიდი ოჯახი ჰყავს, ყველაფერი საგრძნობლად იცვლება და ვფიქრობ, რომ ასეთ პასუხისმგებლობისთვის მზად ვარ.

„ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც ჩემი ყურადღება მიიქციეს ? დუშანი, ის შესანიშNავია, ასევე კიეზა, რომელსაც წარმოუდგენელი ტალანტი აქვს. ლოკატელი ? მე მას სუპერკლასს ვეძახი, რადგან მანუ ყოველთვის კლასით თამაშობს.

„დი მარია ? ის ძალიან ძლიერია შენ იცი, რას აპირებს ანხელი, მაგრამ ბურთს წართმევას მაინც ვერ ახერხებ.

„დიბალა ? მე მას ვთხოვე, რომ იუვენტუსში დარჩენილიყო და ერთად გვეთამაშა, მან კი მიპასუხა, რომ უკვე გვიანი იყო. მე მინდა, რომ ის ბედნიერი იყოს და როდესაც მან რომაში თამაში გადაწყვიტა, ის ბედნიერი ჩანდა, რაც ძალიან სასიამოვნოა.

„რევანში კალათბურთში ალეგრის წინააღმდეგ ? ახლა აუცილებლად დავამარცხებ, რადგან მე სერიოზულად თამაშს ვაპირებ.“