Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პოგბა მანჩესტერს ტოვებს…

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, პოლ პოგბმა მანჩესტერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და ფრანგი ნახევარმცველი გუნდს მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.

პოლს მანჩესტერთან მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და Daily News-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა, რაც მისი გუნდიდან წასვლის ნათელი სიგნალია.

წყაროს ინფორმაციით, რეალიდან ზიდანის წასვლის შემდეგ პოლს ორი ვარიანტი აქვს – იუვენტუსი ან პსჟ, თუმცა ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე მის ტრანსფერზე სიახლეები ნაკლებად მოსალოდნელია.