Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ დონარუმასთვის ბრძოლაში დაწინაურდა…

რამდენიმე საათის წინ ESPN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონარუმასთვის ბრძოლას პსჟ გამოეთიშა და იტალიელ კიპერს ბარსელონას და იუვენტუსის ვარიანტი ჰქონდა დარჩენილი.

თუმცა, ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, პსჟ-მ არა თუ უარი თქვა, არამედ ჯიჯოს ტრანსფერზე გააქტიურდა და მხარეებს შორის ბოლო საათებში არაერთი სატელეფონო საუბარი შედგა.

წყაროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე პსჟ ყველაზე მეტად აქტიურობს, იუვენტუსი შესნის მსურველის პოვნაც ცდილობს და ასეთ შემთხვევაში დონარუმას დამატებას მოახერხებს, ბარსელონა კი იმის ფონზე, რომ ტერ შტეგენი გუნდის ნდობით სარგებლობს და ის 100 პროცენტით ბლაუგრანას რიგებში რჩება, ყველაზე ნაკლებად აქტიურობს და მათი ინტერესი თითქმის ნულის ტოლია.

ასეა თუ ისე, რომანოს ცნობით დონარუმა საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ანუ მაქსიმუმ 4-5 დღეში მიიღებს.