პსჟ იუვენტუსს ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს
Calciomercato-ს და Le10Sport-ის ინფორმაციით, პსჟ იუვენტუსს ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს.
პსჟ-ს ინტერესი მატია დე შილიოს მიმართ ახალი არ არის და ფრანგები მზარ არიან, იტალიელი უკანახაზელის სანაცვლოდ ტურინელებს იულიან დრაქსლერი დაუთმონ.
პსჟ-მ ტრავმის გამო ხუან ბერნატი დაკარგა და მის შემცვლელად მატია დე შილიოს გაფორმება სურს, ტურინელები კი მისი გაშვების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა სჭირდება თუ არა პირლოს კიდევ ერთი ნახევარმცველი, ჯერჯერობით უცნობია.
იუვენტუსი გერმანელი ფეხბურთელის გაფორმებას ჯერ კიდევ 2017 წელს ცდილობდა, როდესაც დრაქსლერი ვოლფსბურგში თამაშობდა, თუმცა მაშინ ფეხბურთელმა პსჟ-ში გადასვლა არჩია.