Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ მზად არის, ერნანდესს ხელფასი გაუსამმაგოს, თუმცა…

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, პსჟ ტეო ერნანდესის გაფორმების იმედს არ კარგავს და სურს, რომ ფეხბურთელი მაღალი ხელფასით მოთაფლოს.

23 წლის უკანახაზელი, რომელსაც მილანთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს, სეზონში 1.5 მილიონ ევროს იღებს და პარიზელები მზად არიან, მას ეს თანხა გაუსამმაგონ და სეზონში 4.5 მილიონი ევრო გადაუხადონ, მაგრამ MilanNews-ის მტკიცებით, ფეხბურთელი მილანიდან წასვლას არც განიხილავს და დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს როსონერი მას ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს.

გუშინ ტეომ El Transistor-თან ინტევრიუში ასეთი რამ განაცხადა:“ ჩემი ნება რომ იყოს, მილანში ცხოვრების ბოლომდე დავრჩებოდი. მადრიდის რეალში დაბრუნებაზე არც კი ვფიქრობ.“

ამ კომენტარის შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა მილანი უახლოეს პერიოდში დატოვოს.