Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟირუ მოედანს ნავარაუდებზე ადრე უბრუნდება

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ოლივიე ჟურუს სარეაბილიტაციო პროცესი იმაზე კარგად მიმდინარეობს, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ და სავარაუდოდ ფრანგი ფორვარდი პიოლის განკარგულებაში იმაზე ადრე დაბრუნდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ჟირუმ დაზიანება ფიორენტინასთან მატჩის მსვლელობისას მიიღო და ვარაუდობდნენ, რომ ის 2021 წელს თამაშს ვეღარ მოახერხებდა, თუმცა MilanNews-ის ინფორმაციით, 35 წლის ფორვარდი მოედანს დიდი ალბათობით 19 დეკემბერს, ნაპოლისთან მატჩში დაუბრუნდება.

ეს სტეფანო პიოლისთვის ორმაგად კარგი სიახლეა, რადგან პიეტრო პელეგრის ტრავმის შემდეგ ამ მომენტისთვის მილანს ზლატანის გარდა სხვა ფორვარდი არ ჰყავს.