Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რაიოლამ მხითარიანი მილანს შესთავაზა

იტალიური მედიის ინფორმაციით, მინო რაიოლამ მილანს რომას შემტევი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი შესთავაზა.

მხითარიანის კონტრაქტი რომასთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებულები იყვნენ, თუმცა გუნდში ჟოზე მოურინიოს მისვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა სომეხი ფეხბურთელის შენარჩუნება მოისურვოს.

Il Tempo-ს ცნობით, მილანი მხითარიანს ჩალჰანოღლუს იდეალურ შემცვლელად მოიაზრებს, რომელსაც როსონერისთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ჰაკანის გუნდში დარჩენის შემთხვევაშიც კი, პიოლის სათადარიგოთა სკამზე ჰაკანის ღირსეული შემცვლელი ეყოლება.