Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რაიოლა:“ იბრაჰიმოვიჩი მილანის 90 პროცენტია“

მინო რაიოლამ თავისი კლიენტის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა.

„ზლატანი ძალიან კარგ ფორმაშია. ზოგჯერ ის აზიდვებს მაშინ აკეთებს, როდესაც მე მის ზურგზე ვზივარ და თქვენ კარგად იცით, რომ მე ცოტას არ ვიწონი.

„მას 50 წლამდე თამაში შეუძლია, თუმცა იბრა მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებს კარიერას, თუ ეცოდინება, რომ მას უმაღლეს დონეზე თამაში შეეძლება. ის ახლა თავს კარგად გრძნობს და იბრა მილანის 90 პროცენტია.

„ის ხალხის შთაგონების წყაროა არა იმით, თუ რას ამბობს, არამედ იმით, თუ რას აკეთებს. იბრა საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკულია და ნებისმიერი წარუმატებლობა მას აგიჟებს.

„სად იყო პსჟ იბრამდე ? მილანი ? ის ყველა გუნდში უმაღლეს სტანდარტს აყენებს და ყველას აიძულებს, რომ ის დაიცვას. ის თავის გამოცდილებას და ცოდნას ახალ თაობას გადასცემს და სწორედ ამიტომ, მან თამაში უნდა გააგრძელოს.

„ამერიკაში გატარებული პერიოდი მისთვის საკმაოდ მძიმე იყო, რადგან მას ყველაფერში, კომპიუტერულ თამაშებშიც კი ყოველთვის მოგება სურს, მის თანაგუნდელებს კი ეს არ ესმოდათ, ახლა კი იბრა ბედნიერია.“