Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალი და ინტერი იანვარში ფეხბურთელებს გაცვლიან ?

Sport Mediaset-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდის რეალმა და ინტერმა შესაძლოა კრისტიან ერიქსენი და ისკო ალკარონი გაცვალონ.

ფაქტია, რომ კრისტიან ერიქსენი იტალიურ, კონკრეტულად კი კონტეს ფეხბურთს ვერ ეგუება და ის უფრო და უფრო ცოტა დროს ღებულობს მოედანზე, ამიტომ ორივე მხარისთვის აჯობებს, რომ მან ინტერი დატოვოს…

თავის მხრივ, უკეთეს სიტუაციაში არც ისკოა, რომელიც ზიდანის გეგმებში არ შედის და ფეხბურთელი გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არ უნდა იყოს. წყაროს ინფორმაციით, მხარეები ფეხბურთელების იჯარის წესით გაცვლას განიხილავენ, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

ერიქსენმა მიმდინარე სეზონში 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ვერც გოლის და ვერც საგოლე გადაცემის გაფორმება ვერ მაოხერხა. ისკომ კი რეალის მაისური 6-ჯერ მოირგო, თუმცა თავის გამოჩენა ვერც მან შეძლო.