Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რემსიმ იუვენტუსი შესაძლოა იანვარში დატოვოს

ბრიტანული წყაროების ინფორმაციით, იუვენტუსის ნახევარმცველმა აარონ რემსიმ შესაძლოა ტურინი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვოს და პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს.

Daily Star-ის ცნობით, ევერტონი ხამეს როდრიგესის შემცვლელის ძიებაშია და მათ ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნედ სწორედ ტურინელების უელსელი ნახევარმცველი მიაჩნიათ.

რემსის ტურინული კარიერა გაუთავებელი ტრავმების გამო არც თუ ისე კარგად აეწყო და იუვენტუსი მისი გაშვების და სეზონში 7.5 მილიონის დაზოგვის წინააღმდეგი არ იქნება.