Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

როველას იუვენტუსში ტრანსფერს გაოფიციალურება აკლია

ჯენოა და იუვენტუსი როველა – პორტანოვას ბარტერს უახლოეს დღეებში გააოფიციალურებენ.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, როველა იუვენტუსთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, თუმცა სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ჯენოაში დარჩება.

იუვენტუსს როველას გასაფორმებლად 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, პორტანოვას სატრანსფერო ღირებულება კი 7 მილიონი ევროა.