Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომამ 204 მილიონი ევრო იზარალა…

რომამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდმა პანდემიის გამო უკვე 204 მილიონი ევრო იზარალა, რაც გუნდის ისტორიაში მეორე ყველაზე ცუდი შედეგია. პირველ ადგილზე 2006/07 წელბია, როდესაც ჯალოროსიმ 207 მილიონი დაკარგა.

ამის გარდა, გუნდს 242.5 მილიონი ევრო ვალები აქვს დაგროვილი, რაც გასულ წელთან შედარებით 2-ჯერ მეტია.

უკეთეს დღეში არც იტალიის სხვა გუნდები არიან და მილანმა, ინტერმა და ლაციომ ისტორიაში ყველაზე დიდი ფინანსური ზარალი ნახეს.