Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომანიოლი მადრიდის რეალს უახლოვდება

მადრიდის რეალი რაფაელ ვარანის შემცვლელის ძიებაშია, რომელიც კარიერას მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებს და ბლანკოსის მთავარი სამიზნე მილანის კაპიტანი ალესიო რომანიოლი გალხავთ.

Calciomercato-ს ინფორმაციით, სამეფო კლუბს ვარანის შემცვლელის დამატება დაუყოვნებლივ სურს და მზად არის როსონერის 26 წლის ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 50 მილიონი შესთავაზოს.

წყაროს ცნობით, თუ მილანთან შეთანხმება ვერ მოხერხდა რეალი ინტერიდან სტეფან დე ვრეის და მილან შკრინიარის, ნაპოლიდან კი კულიბალის დამატებას შეეცდება.

რომანიოლის მილანთან მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და არც თუ ისე წარმატებული სეზონის შემდეგ, მისი გუნდიდან წასვლის შესახებ ხმები უკვე დიდი ხანია ვრცელდება…