Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომანომ კოუტინიოს მილანში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

იტალიურ და ესპანურ მედიაში ფელიპე კოუტინიოს მიმართ მილანის ინტერესზე საუბარი არ წყდება და ამ საკითხზე კომენტარი ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გააკეთა.

წყაროს თქმით, ბარსელონა 29 წლის ფეხბურთელის გაყიდვას მართლაც ცდილობს და მის პოტენციურ მსურველებს ეძებს, თუმცა ამ მომენტისთვის მილანსა და ბლაუგრანას შორის არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

კოუტინიო ესპანური გრანდის რიგებში სეზონში დაახლოებით 9 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ამ თანხის გადახდას კი მილანი რა თქმა უნდა არ აპირებს, ამიტომ დღეისათვის მისი როსონერის რიგებში ხილვა რთული წარმოსადგენია.