Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას გენერალური დირექტორი ტოვებს ?

იტალიური წყაროების ინფორმაციით, რომას გუნდის გენერალური დირექტორი გუიდო ფიენგა ტოვებს.

Il Tempo-ს და Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ფიენგას გუნდიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია, თუმცა ამის მიზეზი ჯერჯერობით არ ხმაურდება.

წყაროების ცნობით, რომა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს უახლოეს საათებში გააკეთებს.