Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას ჯეკოს შემცვლელად იკარდი სურს

იტალიური და ესპანური მედიის ინფორმაციით, ლეო მესის პსჟ-ში მისვლა მაურო იკარდისთვის კიდევ ერთი ცუდი სიახლე იქნება და მისი როლი გუნდში კიდევ უფრო შემცირდება.

SportMediaset-ის ინფორმაციით, იკარდის პსჟ-დან წასვლის შანსები მესის მისვლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება და რომა ამის გამოყეენბას აუცილებლად შეეცდეება.

წყაროს ცნობით, ჯალოროსი მზად არის ედინ ჯეკო ინტერში გაუშვას, თავად კი პსჟ-ს არგენტინელი ფორვარდის ტრანსფერზე იმუშაოს.

გამოცემის ინფორმაციით, რომა მზად არის პარიზელებს ფეხბურთელების 2-წლიანი იჯარა შესთავაზოს, შემდგომში მისი 30-35 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულებით.