Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა ბაიერნის უკანახაზელით ინტერესდება

იტალიური წყაროების ინფორმაციით, რომა ბაიერნის მარჯვენა მცველის ბუნა სარის გაფორმებას ზამთარში შეეცდება.

გამოცემა Teleradiostereo-ს ცნობით, კამერუნელი ფეხბურთელი რეკორდმაისტერის რიგებში სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და გუნდის დატოვება ზამთარშივე სურს.

რომა ამ პოზიციის გაძლიერებას მანჩესტერის უკანახაზელის დიოგო დალოს ტრანსფერით განიხილავდა, თუმცა მისი ტრანსფერი გუნდს დაახლოებით 15 მილიონი დაუჯდებოდა, სარის გაფორმება კი მგლებს 4-5 მილიონად შეეძლებათ.