Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა კავანის ერთ შემთხვევაში გაიფორმებს

იტალიური პრესის მტკიცებით,რომა კავანის მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიფორმებს,თუ გუნდს დენ ფრიკინი ჩაუდგება სათავეში.

ფრიკინი ამერიკელი ბიზნესმენია და მისი ქონების საერთო ღირებულება დაახლოებით 5 მილიარდო დოლარია.

გასტონ ფერნანდესმა,რომელიც ფეხბურთელისა და მისი აგენტის მეგობარია,ამ თემაზე განცხადება გააკეთა.

„რომამ კავანის  ოფიციალური წინადადებით მიმართა.

„რომას წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და მთხოვეს,რომ უოლტერ გულიელმონესთვის(კავანის ძმა და აგენტი)ფორმალური წინადადება გამეგზავნა და მეთქვა,რომ თუ გუნდს დენ ფრიკინი შეიძენს,დედაქალაქელები ურუგვაელის გაფორმებას აუცილებლად შეეცდებიან.

„ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული,გაიყიდება თუ არა რომა.მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს,თუმცა ასეთი პრესტიჟული გუნდის ყიდვა მარტივი არ არის.

„რომას წარმომადგენლებმა იციან,რომ მე ფეხბურთელთან და მის აგენტთან საკმაოდ ახლოს ვარ და მის გაფორმებაში დახმარება მთხოვეს.

„იმის თქმაც შემიძლია,რომ კავანის რომას წინადადება მოეწონა,თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ,ეს ყველაფერი გუნდის გაყიდვის შემთხვევაში მოხდება.“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *