Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა ნძონძის გაყიდვას ვერ ახერხებს…

რომა და ბენფიკა სტივენ ნძონძის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და მხარეებმა ყველა დეტალი შეათანხმეს, თუმცა ფეხბურთელმა ბოლო წუთში პორტუგალიაში ტრანსფერი არ ისურვა და გუნდებს გეგმები წყალში ჩაუყარა.

რომამ ნძონძი 2018 წლის აგვისტოში სევილიადან 26.7 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმა და მას შემდეგ იჯარით რამდენიმე გუნდის შემადგენლობაში ითამაშა. 32 წლის ფრანგი ფეხბურთელი გასულ სეზონში რენის რიგებში ასპარეზობდა და ჯალოროსის დაუბრუნდა. იქიდან გამომდინარე, რომ მისი კონტრაქტი რომასთან 2022 წლის ზაფხულში იწურება, მგლებს ფეხბურთელის გაყიდვა და მის სანაცვლოდ გადახდილი თანხის ნაწილის დაბრუნება სურთ.

Gazzetta dello Sport-ის ინფორამციით, ბენფიკა მზად იყო მის სანაცვლოდ 5 მილიონი გადაეხადა, ფეხბურთელს კი 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობდა, რაზეც ნძონძიმ უარი განაცხადა და ჯალოროსის სხვა მსურველის ძებნა მოუწევს.