Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა ჯაკას ტრანსფერთან ახლოს არის

იტალიური მედიის ცნობით, რომა არსენალიდან გრანიტ ჯაკას გაფორმებასთან ახლოს არის.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ჯალოროსის მეთოფეების ნახევარმცველის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რასაც შემდგომში გარკვეული ბონუსები დაემატება და ჯამში თანხა 18 მილიონამდე გაიზრდება.

ჯაკას რომასთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე დიდი ხანია შეთანხმებული აქვს. 28 წლსი ფეხბურთელი ჯალოროსისთან ხელშეკრულებას 4 წლით გააფორმებს და მისი ანაზღაურება სეზონში 2.5 მილიონი ევრო იქნება.