Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომეროს გაყიდვის შემთხვევაში, ატალანტა იუვეს მცველის დამატებას ეცდება

ატალანტამ ტოტენჰემში პიერლიუიჯი გოლინი იჯარის წესით უკვე გაუშვა, თუმცა გუნდებს შორის მოლაპარაკებები კიდევ ერთ ტრანსფერზე მიმდინარეობს.

ფაბიო პარატიჩის ტოტენჰემში ატალანტას 23 წლის არგენტინელი ცენტრალური მცველის კრისტიან რომეროს ხილვა სურს და Sky Sport Italia-ს ცნობით, ბერგამოელები მზად არიან ახალგაზრდა ტალანტი 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას, მისი პოტენციური შემცვლელი კი უკვე შერჩეული ჰყავს.

წყაროს ცნობით, რომეროს ტოტენჰემში გადასვლის შემთხვევაში ლა დეა იუვენტუსიდან მერიჰ დემირალის დამატებას შეეცდება, რომელსაც ბიანკონერი 35-40 მილიონად აფასებს.