Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომერო ტოტენჰემს უახლოვდება, დემირალს ატალანტამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტოტენჰემი და ატალანტა კრისტიან რომეროს ტრანსფერზე ფაქტობრივად შეთანხმდნენ, არგენტინელი უკანახაზელის ინგლისში ტრანსფერი კი ერთგვარ დომინოს ეფექტს გამოიწვევს.

ტოტენჰემი რომეროს სანაცვლოდ ბერგამოელებს 50 მილიონს გადაუხდის, ბონუსების სახით კი მომავალში 7 მილიონ ევროს დაუმატებს, ატალანტა კი მის შეცვლას იუვენტუსის თურქი უკანახაზელის მერიჰ დემირალის ტრანსფერით აპირებს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი დემირალის ფასიანი იჯარით გაშვებას დათანხმდა, მომავალშ 25-30 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში კი ეს პუნქტი სავალდებულო გახდება.

იჯარის სანაცვლოდ მიღებულ თანხას იუვე ლოკატელის ტრანსფერზე დაამატებს და სასუოლოსთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწევს, დემირალს კი მეოთხე ოფციათ გუნდში სავარაუდოდ დანიელე რუგანი შეცვლის, რომელიც ტურინს აღარ დატოვებს და გუნდში დარჩება.