Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომერო ტოტენჰემში, დემირალი ატალანტაში, ლოკატელი იუვეში…

ყველა იტალიური და ინგლისური წყაროს ინფორმაციით, ატალანტამ ტოტენჰემის წინადადება მიიღო და კრისტიან რომერო კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

სერია ა-ს გასული სეზონის MVP-ს სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით ატალანტა 55 მილიონ ევროს მიიღებს, საიდანაც 18 მილიონს იუვენტუსს გადაურიცხავს, საიდანაც ბერგამოელებმა რომერო იჯარით დაიმატეს და მისი გამოსყიდვა სწორედ აღნიშნული თანხა დაუჯდებათ.

რომეროს შეცვლა ლა დეას იუვენტუსის თურქი უკანახაზელის მერიჰ დემირალის გაფორმებით სურთ, რომელიც ბერგამოელებს სავარაუდოდ 2-წლიანი იჯარით შეუერთდება, შემდგომში მისი 30 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.

იუვენტუსი ხვალ მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე სასუოლოს შეხვდება და მიღებული თანხით ნეროვერდის გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს, რითიც სავარაუდოდ იტალიელ ფეხბურთელის სატრანსფერო საგა დასრულდება და ის ბიანკონერის წევრი გახდება.

დემირალის შემცვლელს რაც შეეხება, თუ იუვენტუსი რუგანის მსურველს ნახავს, ამ შემთხვევაში ტურინელები ფიორენტინადან ნიკოლა მილენკოვიჩის გაფორმებას შეეცდებიან, ხოლო თუ რუგანი დარჩება, დემირალის შემცვლელი და მეოთხე ოფცია სწორედ ის გახდება.