Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუს მიმდინარე სეზონში რამდენიმე რეკორდის მოხსნა კვლავ შეუძლია

გასულ ტურში იუვენტუსმა ლაციო რონალდუს დუბლის წყალობით დაამარცხა და პორტუგალიელს საერთო ჯამში იუვეს მაისურით 51 გოლი დაუგროვდა.

35 წლის პორტუგალიელი გახდა პირველი ფეხბურთელი სპორტის ისტორიაში,რომელმაც ლა ლიგის,სერია ა-ს და პრემიერ ლიგის ჩემპიონატებში 50-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა.

თუმცა,ლეგენდარული ფეხბურთელი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი რეკორდის დამხობის საშუალება ექნება.

საქმე იმაში გახლავთ,რომ 1933-34 წლების შემდეგ იუვეს არც ერთ ფეხბურთელს იუვეს მაისურით 30 გოლზე მეტი არ გაუტანია,ბოლოს ეს ფელიჩე ბორელმა გააკეთა.

ამის გარდა რონალდუ კიდევ ერთ რეკორდს უმიზნებს.2015-16 წლების სეზონში გონსალო იგუაინმა სერია ა-ში 36 გოლის გატანა მოახერხა,რაც იტალიის უმაღლესი რიგის აბსოლუტური რეკორდია.

შეგახსენებთ,რომ Capocannoniere-ს წოდებისთვის კრიშტიანუ რონალდუ და ჩირო იმობილე იბრძვიან,რომლებსაც 30-30 გოლი დაუგროვდათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *