Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

„რონალდუს 40 წლამდე თამაში შეუძლია“

კრიშტიანუ რონალდუ დღეს 36 წელი შეუსრულდა, თუმცა მისი ყოფილი ფიტნეს-ტრეინერის აზრით, მას 40 წლამდე თამაში უმაღლეს დონეზე შეუძლია.

ჯოვანი მაურიმ რონალდუზე Tuttosport-თან ისაუბრა.

„როდესაც ის იტალიაში ჩავიდა მე ვიცოდი, რომ კრიშტიანუ აქაც ისეთივე წარმატებული იქინებოდა, როგორც ყოველთვის. ის იტალიას კარგად მოერგო და გოლების გატანას ჩვეულ ტემპში განაგრძობს.

„ის იმ მეთოდს მიყვება, რომელიც ჩვენ რეალში შევიმუშავეთ, სადაც დასვენება მისი ვარჯიშის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

„დასვენება მხოლოდ ძილს არ ნიშნავს, ეს გარკვეული სავარჯიშოებია, რომელიც კონკრეტული კუნთების განვითარებისკენ და მენტალური სიძლიერის გასაუმჯობესებლად არის მიმართული.

„როდემდე შეუძლია რონალდუს ასეთ დონეზე თამაში ? მე ძალიან ბევრ გამორჩეულ ფეხბურთელთან მიმუშავია, მალდინიდან კოსტაკურტამდე, შემდეგ პსჟ-ში იბრაჰიმოვიჩთან, თითოეული მათგანი უდიდესი ათლეტები იყვნენ, მაგრამ რონალდუს მსგავსი არავინ არასოდეს მინახავს. ის 40 წლამდე თამაშს თავისუფლად მოახერხებს.“