Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუ დასვენებას არ აპირებს…

იუვენტუსმა ზედიზედ მეცხრე სკუდეტო უკვე გაიფორმა და ყველა ელოდებოდა,რომ ტურინელები ჩემპიონთა ლიგის წინ თავის ვარსკვლავებს დასვენების საშუალებას მისცემდნენ, თუმცა როგორც ჩანს,კრიშტიანუ რონალდუ დასვენებას არ აპირებს და დღევანდელ მატჩში კალიარის წინააღმდეგ შემადენლობაში იქნება.

დღევანდელ შეხვედრაში განაცხადში დანილო,კიელინი,დე ლიხტი,დე შილიო,ხედირა, დუგლას კოშტა და პაულო დიბალა არ იქნებიან.

იუვეს განაცხადი კი ასეთია: შესნი,პინსოლიო,ბუფონი,ალექს სანდრო,ბონუჩი,რუგანი, დემირალი,კოკოლო,უესლი,ფაბოტა,პიანიჩი,მატუიდი,ბენტაკური,მურატორე,პეეტერსი, რონალდუ,კუადრადო,იგუაინი,ბერნარდესკი,ოლივიერი,ვრიონი,ზანიმაკა.

კრირო სერია ა-ს ბომბარდირთა დავაში ჩირო იმობილეს 3 გოლით ჩამორჩება და პორტუგალიელი CapoCannoniere-ს ჯილდოს მოპოვების იმედს ჯერ არ კარგავს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *