Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუ კარიერას სპორტინგში დაასრულებს ?

იტალიურ და ესპანურ მედიაში კრიშტიანუ რონალდუს იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის შესახებ არაერთხელ დაიწერა და სხვადასხვა წყარო ამტკიცებდა, რომ თუ ბიანკონერი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ მოახერხებს, პორტუგალიელი ტურინს სეზონის ბოლოს დატოვებს.

თუმცა, პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორამციით, კრიშტიანუ იუვენტუსში კონტრაქტის ამოწურვამდე, მომდევნო სეზონის ბოლომდე აპირებს დარჩენას, რის შემდეგაც ის მშობლიურ გუნდში დაბრუნდება და კარიერას სპორტინგში დაასრულებს.