Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საბატინი:“ იუვენტუსის ჩამოწერა ჯერ ძალიან ადრეა“

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა და არაერთი გუნდის დირექტორმა ვალტერ საბატინიმ იუვენტუსის პრობლემების შესახებ ისაუბრა.

„მილანმა და ნაპოლიმ სეზონი შესანიშნავად დაიწყეს და რა თქმა უნდა, ისინი ფავორიტები არიან, მაგრამ სკუდეტოსთვის ბრძოლა მხოლოდ ამ ორ გუნდს შორის არ გაიმართება.

„ინტერი მოქმედი ჩემპიონია და ისინი აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებენ, თუმცა არ შეიძლება არც იუვენტუსის ჩამოწერა.

„მართალია ტურინელებმა მძიმე სტარტი აიღეს და გარკვეული პრობლემები აქვთ, მაგრამ მაქსმა იცის, თუ როგორ მოაგვაროს პრობლემები სეზონის მსვლელობისას და ეს მან წარსულში არაერთხელ გვიჩვენა. ჯერჯერობით სეზონი ისეთ ეტაპზეა, რომ ტურინელების ჩამოწერა დიდი შეცდომა იქნებოდა.“