Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საკიმ Coppa Italia-ს ფინალური მატჩი შეაფასა

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა არიგო საკიმ Coppa Italia-ს ფინალური მატჩის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

„ეს ტიპიური იტალიური მატჩი იყო. კონტრ-შეტევები ორივე გუნდის მხრიდან, დრამატული განვითარება, საუბრები მსაჯებთან, პროტესტები.

„არ შეიძლება არ გამოვყოთ ივან პერიშიჩი, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელია. მართალია ის მარცხნივ თამაშობს, მაგრამ ორივე ფეხს ძალიან კარგად ხმარობს.

„იუვენტუსს რაც შეეხება, მათ მე იმედი გამიცრუეს. მთელი მატჩის განმავლობაში მე მხოლოდ 10 წუთი ვიხილე გუნდი, რომელიც მზად იყო თავგანწირვისთვის და გამარჯვებისთვის ბრძოლისთვის, შემდეგ კი ბიანკონერიმ თამაში 5 მცველით გააგრძელა.

„ვფიქრობ, რომ იუვენტუსის მთავარი პრობლემა ამ მომენტისთვის მოტივაციის, ხასიათის და გამარჯვების სურვილის ნაკლებობაა, რაც მათი ხანგრძლივი დომინაციის ბრალია.“