Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საკი:“ მილანმა ოთხეულში შესვლა დაიმსახურა“

არიგო საკის აზრით, მილანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას იმსახურებს.

„ვფიქრობ, რომ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები სტაბილურობის და კარგი ფორმის გამო, ინტერმა, მილანმა და ატალანტამ ჩემპიონთა ლიგის საგზური დაიმსახურეს, დარჩენილი ერთი ადგილი კი ნაპოლის, იუვენტუსის და ლაციოს შორის უნდა გადაწყდეს.

„მილანისთვის იმ პოზიციაზე ყოფნა, რომელზეც ახლა არიან, სასწაულის ტოლფასია, რაშიც სტეფანო პიოლის დამსახურება ძალია ნდიდია. ახლა მათ გადაღლილობა ეტყობათ, თუმცა იმედი მაქვს, რომ ძალებს მოიკრებენ და სეზონის დარჩენილ მატჩებს ღირსეულად ჩაატარებენ.

„ბოლო პერიოდში სტეფანო პიოლის მიმართ ძალიან დიდი კრიტიკა ისმის, რაც ვფიქრობ, რომ დაუმსახურებელია, რადგან მან მილანში მისვლის დღიდან ძალიან ბევრი, რითიც გუნდი კვლავ ბრძოლისუნარიანი გახდა.“