Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სალმაკერსი:“ სკუდეტოსთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“

ალექსის სალმაკერსმა Milan TV-სთან გუშინდელ მატჩზე და სხვა თემებზე ისაუბრა.

„ემპოლისთან გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ბოლო პერიოდში ისე სტაბილურად ვერ გამოვიყურებოდით, როგორც სეზონის სტარტზე და წლის პოზიტიურად დასრულება როგორც სატურნირო ცხრილის, ასევე მენტალობის მხრივ მნიშვნელოვანი იყო.

ქომაგები ? ისინი შესანიშნავები არიან. ნებისმიერ სიტუაციაში, გუნდის სირთულეების მიუხედავად, ჩვენ ტიფოზების გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობთ, რაც მოტივაციას საგრძნობლად გვმატებს.

„საყვარელი პოზიცია ? მე მოედნის ორივე ფლანგზე თამაში შემიძლია, ამიტომ მზად ვარ მწვრთნელის სურვილსი მიხედვით ნებისმიერი პოზიცია ჩავიბარო.

„კრიზისი ? სიმართლე რომ გითხრათ არ ვიცი, რამ გამოიწვია ჩვენი მცირე ჩავარდნა, მაგრამ ასეთი მომენტისგან დაზღვეული არავინ არ არის და მთავარია ასეთ დროს ბრძოლა გააგრძელო, რაც ჩვენ გავაკეთეთ კიდეც. დაკარგული ქულების მიუხედავად, ჩვენ ლიდერებთან ძალიან ახლოს ვართ და სკუდეტოსთვის ბრძოლას ბოლომდე ვაპირებთ.“