Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სანჩესს მარსელი ეპატიჟება

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო ჩეჩარინის ინფორმაციით, ფრანგული მარსელი ინტერის ჩილელი ფორვარდის ალექსის სანჩესის ტრანსფერით ინტერესდება.

სანჩესი უკვე დიდი ხანია ნერაძურის რიგებში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამს და მისი ზამთარში გუნდიდან წასვლის შესახებ საუბრები უკვე დიდი ხანია არ წყდება.

სანჩესს რამდენიმე MLS-ის გუნდი ეპატიჟებოდა, თუმცა როგორც ჩანს ჩილელ ფორვარდს ევროპაში მსურველები კვლავ ჰყავს და მისი გუნდში ხილვა მარსელის თავკაცს ხორხე სამპაოლის სურს, რომელიც სანჩესთან ერთად ჩილეს ნაკრებში მუშაობდა.

წყაროს ცნობით, ინტერი სანჩესის წასვლის წინააღმდეგი არ არის და თუ სანჩესმა გუნდი მართლაც დატოვა, ბენეამატა სასუოლოდან ჯაკომო რასპადორის გაფორმებას შეეცდება.