Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი ფიორენტინაში ? აგენტმა კომენტარი გააკეთა

დღეს დილით Corriere Fiorentino-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფიორენტინას წარმომადგენლებსა და მაურიციო სარის შორის შეხვედრა შედგა და იებს სეზონის ბოლოს იტალიელი სპეციალისტის გუნდში ხილვა სურდათ, რაზეც კომენტარი მაურიციოს აგენტმა ფალი რამადანიმ გააკეთა.

„ფიორენტინასა და სარის შორის საუბარს ადგილი არ ჰქონია და მითუმეტეს ისინი ერთმანეთს არ შეხვედრიან, ამ თემასთან დაკავშირებით სათქმელი არაფერია.“

ფიორენტინამ ბეპე იაკინი ნოემბერში გაუშვა და მის მაგივრად ჩეზარე პრანდელი მიიყვანა, თუმცა იები სასურველ თამაშს მაინც ვერ აჩვენებენ და სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციას იკავებენ…