Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სენსიმ ვარჯიში განაახლა

ინტერის ნახევარმცველმა, სტეფანო სენსიმ დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და სავარაუდოდ უახლოეს მატჩებში მოედანს დაუბრუნდება.

სასუოლოს ყოფილი ფეხბურთელი ტრავმის გამო 24 ოქტომბრის შემდეგ თამაშს ვერ ახერხებს. მიმდინარე სეზონში სხვადასხვა დაზიანებების გამო მან მხოლოდ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა.