სერია ა მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინში
სერია ა – ს თითქმის ყველა გუნდი მომდევნო კვირიდან ვარჯიშს განაახლებს,თუმცა სეზონის გაგრძელების საკითხი კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
საბედნიეროდ,იტალიაში კორონავირუსის ფატალური შემთხვევები დღითიდღე კლებულობს,თუმცა იტალიის მთავრობა სეზონის განახლებას არ ჩქარობს.
გადამწყვეტი მომენტი მომავალი კვირა იქნება,როდესაც იტალიის პრემიერ-მინისტრი და იტალიის სპორტის მინისტრი ერთმანეთს შეხვდებიან და ყველაფერი იქ გაირკვევა.
საფრანგეთის,ბელგიის და ნიდერლანდების ჩემპიონატები ოფიციალურად გაუქმდა,დანარჩენ ევროპაში კი საფეხბურთო სეზონის ჩამთავრების იმედი აქვთ.
სერია ა – ს სავარაუდო დაწყების თარიღად,თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული,14 ივნისი სახელდება.უეფამ საბოლოო თარიღად 25 მაისი დაასახელა,რა დროსაც ყველა ტური დამთავრებული უნდა იყოს.