Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერია ა-ს ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები 2021 წელს

სერია ა-ში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი 2021 წლის იანვრიდან მოყოლებული მილანს ეკუთვნის. როსონერიმ ჩელსის ფიკაიო ტომორის სანაცვლოდ 29 მილიონი ევრო გადაუხადა.

მეორე ადგილზე ფიორენტინა გახლავთ. ფლორენციელებმა შტუტგარდიდან 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ ნიკოლას გონსალესი გაიფორმეს, რომელმაც იებთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მესამე ადგილზე არგენტინელი კარის დარაჯი ხუან მუსო გახლავთ, რომელიც უდინეზედან ატალანტაში 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

სიაში შემდეგი ფეხბურთელი ნაპოლის მარჯვენა გარემარბი მატეო პოლიტანო გახლავთ, რომლის სანაცვლოდაც პარტენოპეიმ ინტერს თებერვალში 19 მილიონი ევრო გადაუხადა.

მარტის თვეში იუენტუსმა შალკედან უესტონ მაკკენის ტრანსფერი გააოფიციალურა, რომლის სანაცვლოდაც ბიანკონერიმ 18.5 მილიონი გადაიხადა, რასაც მომავალში ბონუსების სახით 6.5 მილიონი დაემატება.

ჰამედ ჯუნიორ ტრაორე, მანჩესტერის ამად დიალოს ძმა სასუოლოში ატალანტადან 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა და სიაში მე-6 ადგილს იკავებს.

ბოლონიამ მუსა ბაროუსში 14 მილიონი გადაიხადა, მაიკ მენიო როსონერის 13 მილიონი დაუჯდა, რუი პატრისიოს რომაში ტრანსფერი 11 მილიონი დაჯდა, რაზვან მარინი კი კალიარიმ 10 მილიონად დაიმატა და ათეულს სწორედ სარდინიელები ასრულებენ.