სიტიმ იუვენტუსს ჟესუსის ფასი შეუთვალა
იტალიურ და ბრიტანულ მედიაში გაბრიელ ჟესუსის იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერის შესახებ ხმები არ წყდება და Calciomercato-ს ცნობით, ინგლისურმა გუნდმა ბიანკონერის ფეხბურთელის ფასი უკვე შეუთვალა.
წყაროს ინფორამციით, ქალაქელები 24 წლის ბრაზილიელი ფორვარდის გაყიდვის წინააღმდეგები არ არიან, თუმცა მის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონი ევროს მიღება სურთ.
ფინანსური კრიზისის გამო გამორიცხულია, რომ ბიანკონერიმ ეს თანხა ახლავე გადაიხადოს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ფეხბურთელის იჯარით აყვანა იქნება, შემდგომში გამოსყიდვის გარანტიით, თუმცა რამდენად მოისურვებს სიტი ფეხბურთელის იჯარით გაშვებას ჯერჯერობით უცნობია…