Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკარონი:“ დარწმუნბული ვარ, რომ უახლოესი დღეები მილანისთვის სატრანსფერო ფანჯარაზე მნიშვნელოვანი იქნება“

მილანის პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ ლემინე ალმენოსთან ამხანაგური მატჩის წინ, რომელიც მილანელოზე იმართება, კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ სკუდეტოს მოპოვების შემდეგ შესანიშნავი კვირეები გამოვიარეთ. კარგად გვახსოვს, თუ რამხელა სიხარული მივანიჭეთ ქომაგებს, რომლებიც ტიტულს დიდი ხანი ზეიმობდნენ, მაგრამ ახლა ახალი სეზონი იწყება, რომელსაც მზად უნდა შევხვდეთ.

„ტრანსფერები ? დარწმუნბული ვარ, რომ მალდინი და მასარა პროექტისთვის შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ. ვფიქრობ, რომ უახლოესი დღეები მილანისთვის ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნება.

„გასული სეზონის წარმატება 2018 წელს დაწყებული შრომის ნაყოფია. მაშინ გუნდი როგორც სპორტული, ასევე ფინანსური თვალსაზრისით ფსკერზე იმყოფებოდა, მაგრამ ჩვენ მოთმინებისა და დაუღალავი შრომის ხარჯზე სერია ა-ს მოგება მოვახერხეთ, თუმცა ეს გაჩერების საბაბს არ გვაძლევს. ჩვენი მინიმუმი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა და სერია ა-ში მაღალ დონეზე ასპარეზობა იქნება.“