Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკარონი:“ მილანის ამბიციები 2023 წელს კიდევ გაიზრდება“

მილანის პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ გასული წელი შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„2022 წელი ჩვენთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. ჩვენ მოვახერხეთ როგორც ფინანსური, ასევე სპორტული პროგრესის გაგრძელება, რომელსაც დღევანდელი გადმოსახედიდან სიამაყით ვუყურებთ.

„Elliott-მა მილანი შავი ხვრელიდან გამოიყვანა, სწორედ მათი დახმარებით ჩვენ პროგრესისა და განვითარების გზაზე დავდექით, ამბიციური გეგმებით, რომელიც 2023 წელსაც გაგრძელდება. ახლა გუნდი RedBird-ის და ჯერი კარდინალეს ხელში გადავიდა, რაც ჩვენს ამბიციებს კიდევ უფრო ზრდის და 2023 წელს კიდევ უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას ვაპირებთ როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.“