Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკარონი მილანში პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, როსონერის ახალმა მფლობელმა ჯერი კარდინალემ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ის პაოლო სკარონის გაშვებას არ აპირებს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, გუნდს დიდი ალბათობით დატოვებს გენერალური დირექტორი ივან გაზიდისი, რომელსაც მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან ნოემბერში ეწურება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის მას.

წყაროს ცნობით, კარდინალემ სკარონის უკვე აცნობა, რომ ახალი მფლობელები მის გაშვებას არ აპირებენ და მას მუშაობის გაგრძელება შეეძლება.