Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპადაფორა: „რონალდუმ პროტოკოლი დაარღვია“

იტალიის სპორტის მინისტრის თქმით, კრიშტიანუ რონალდუმ პროტოკოლი დაარღვია და მიმდინარე გამოძიებას ამის დამტკიცება შეუძლია.

იუვენტუსი, რონალდუ და მინისტრი უკვე დიდი ხანია ერთმანეთის მიმართ არც თუ ისე სასიამოვნო განცხადებებს აკეთებენ. მთავრობის წარმომადგენლის თქმით, იუვეში დაფიქსირებული კორონა ვირუსის შემდეგ რონალდუ და სხვა ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებში სათამაშოდ სხვა ქვეყნებში გაემგზავრნენ, პროტოკოლის დარღვევაში არიან ეჭვმიტანილები.

„რონალდუმ პროტოკოლი დაარღვია და ამის დამტკიცება გამოძიებას შეუძლია. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ უარყოფს კრიშტიანუ ამას, ფაქტები აშკარაა. ისეთმა გამორჩეულმა ფიგურებმა, როგორიც მაგალითად რონალდუა, ხალხს მაგალითი უნდა მისცენ და წესებს დაემორჩილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობა უფრო გართულდება.

„ამ ეტაპზე პროფესიონალური ფეხბურთის შეჩერებას არ ვაპირებთ, თუმცა სერია ა-მ თავისი პროტოკოლი შეიმუშავა, რომელსაც თავად არ სცემს პატივს…“