Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ ნაპოლის ინტერთან სიმამაცე აკლდა“

ნაპოლის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ ინტერთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ლაუტარო მარტინესი შესანიშნავი ფეხბურთელია. მას ინტერში ადაპტაციისთვის დრო დასჭირდა, თუმცა ახლა ის ამტკიცებს, რომ ჩემპიონია და წინ შესანიშნავი კარიერა ელოდება.

„ჩვენ მეორე ნახევარში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით და ინტერის კართან საკმაოდ ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა საერთო ჯამში დღეს ჩვენ სიმამაცე დაგვაკლდა, ძალიან სწორხაზოვნები ვიყავით და კრეატიულობა გვაკლდა.

„ოსიმჰენი ? თვალი ჰქონდა გასიებული და კარგად ვერ ხედავდა, მას გამოკვლევები სჭირდება და იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ დაჟეჟილობაა და სერიოზული არაფერი.

„მე ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან პირველ ნახევარში გუნდს უფრო მეტი სიმამაცე მართებდა და სივრცეები უკეთ უნდა გამოეყენებინა. თუ გვსურს, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა გავაგრძელოთ, ჩვენ ასეთ დონეზე სათამაშოდ მზად უნდა ვიყოთ.“