Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპეცია კრუნიჩის გაფორმებას გეგმავს

იტალიური წყაროების ცნობით, სპეცია მილანის ნახევარმცველის რადე კრუნიჩის გაფორმებით ინტერესდება, თუმცა როსონერი ჯერჯერობით მის გაშვებას არ ჩქარობს.

გასულ სეზონში სპეციას რიგებში ტომაზო პობეგა იჯარის წესით თამაშობდა და მათ ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელის დაბრუნება სურდათ, თუმცა პობეგამ სეზონის წინ მოსამზადებელ მატჩებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და პიოლიმ მისი შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო, ამიტომ სპეციას ახლა რადე კრუნიჩი სურს.

Tuttosport-ის ინფორამციით, მილანი ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ის პიოლის როტაციის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო და როსონერის პირველ რიგში რადეს შემცვლელის პოვნა უნდა.