Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპინაცოლა:“ მე ფინალში უემბლიზე ვიქნები“

ლეონარდო სპინაცოლამ დაადასტურა, რომ ფინალურ მატჩშს უემბლიზე აუცილებალდ დაესწრება.

სპინაცოლა აძურის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ ბელგიასთან მატჩის მსვლელობისას აქილევსის მყესი გაიწყვიტა და ოპერაციის გაკეთება მოუხდა, რის გამოც მას 6-7 თვე გაუცდება.

„მე ხვალ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად უემბლიზე ვიქნები და მათ როგორც რიგითი ქომაგი მხარს დავუჭერ. ჩვენ უკვე დიდი ხანია ძალიან შეკრული გუნდი ვართ და თითოეული ჩვენგანი თავს დიდი ოჯახის მნიშნელოვან წევრად ვთვლით, რაც მოედანზე ძალიან გვეხმარება.“

ესპანეთთან მატჩის შემდეგ ლორენცო ინსინიე სპინაცოლას მაისურით აღნიშნავდა ფინალში გასვლას.

„მისთვის ჩემი მაისური ცოტა დიდი იყო!“ გაიხუმრა სპინამ, „მატჩის შემდეგ ჩვენ ერთანეთს ვესაუბრეთ და ყველა ჩემს გამხნევებას ცდლიბოდა, რაც ძალიან სასიამოვნო იყო.

„უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, ეს შესანიშნავი, მაგრამ ძალიან რთული თამაში იქნება, განსაკუთრებით მათ სტადიონზე, მაგრამ აძური ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად არის.

„მე უემბლიზე აუცილებლად ვიქნები და ჩემს თანაგუნდელებს მაქსიმალურად დავუჭერ მხარს. სულიერად მე მათ გვერდით ვარ და მათთან ერთად ბოლომდე დავიხარჯები.“